პორტალზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ან ორგანიზაციას.

ნებისმიერი განცხადების (პოსტის) გამოქვეყნება ganatldi.ge პორტალზე უფასოა.

გამოქვეყნებული მასალის ნახვა თავისუფლად შეგიძლიათ რეგისტრაციის გარეშეც. რეგისტრაცია/ავტორიზაცია საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი მხრივ შეძლოთ განცხადებების გამოქვეყნება და მეორე მხრივ, შექმნათ თქვენი ფავორიტების სია.

Ganatldi.ge განკუთვნილია მხოლოდ განათლებასთან დაკავშირებულ პროდუქტების, სერვისების, რესურსების და ღონისძიებების გამოსაქვეყნებლად. იმ თემებთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც განათლებას არ უკავშირდება შეიძლება წაიშალოს, ხოლო ასეთი განცხადებების ავტორი შეიძლება დაიბლოკოს.

განცხადების ენა ჩვენს პორტალზე არ არის შეზღუდული. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ქართულად წერთ, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ტექსტი აკრიფოთ ქართული ანბანით.

თუ თქვენი, ან თქვენი ორგანიზაციის სახელით ვიღაც ბოროტად სარგებლობს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. შევეცდებით თქვენი საკითხი სწრაფად შევისწავლოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საიტის მომხმარებლები იცავდნენ სხვების საავტორო უფლებებს. ამიტომაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. შევეცდებით თქვენი საკითხი სწრაფად შევისწავლოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ.