საიტის წესები

ძირითადი პირობები

  1. Ganatldi.ge არის მხოლოდ შუამავალი მის მომხმარებლებს შორის. ის არ არის პასუხისმგებელი გარიგებებზე, ინფორმაციის სიზუსტეზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და სხვა შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  2. Ganatldi.ge არ არის იმ შინაარსის მფლობელი, რომელსაც მომხმარებელი ამ პორტალზე განათავსებს. პასუხისმგებლობა შინაარსზე და ამ შინაარსის მოხმარებაზე ეკისრება თავად მომხმარებელს. ამიტომ მომხმარებელმა თავად უნდა შეაფასოს ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს ინფორმაციის გამოქვეყნებას ან გამოყენებას.
  3. თითოეული მომხმარებელი ინფორმაციას ganatldi.ge პორტალზე განათავსებს საკუთარი სურვილით, იმ პერიოდით, რამდენითაც მას სურს. მას აქვს უფლება შეინფორმაცია შეცვალოს, წაშალოს, გამოაქვეყნოს ნებისმიერ დროს.
  4. პორტალის ადმინისტრატორი და მფლობელია სამოქალაქო განვითარების ინსტუტუტი.

ინფორმაციის განთავსება

  1. Ganatldi.ge განკუთვნილია მხოლოდ განათლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გასავრცელებლად და მოსაპოვებლად.
  2. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც არღვევს, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
  3. ინფორმაცია უნდა განთავსდეს შესაბამის კატეგორიაში.
  4. დაუშვებელია:
    • ინფორმაციის განთავსება სხვა მომხმარებლის სახელით;
    • იდენტური (ერთი და იგივე) ინფორმაციის რამდენჯერმე გამოქვეყნება;
    • მცდარი, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება;
    • სხვისი რეპუტაციის, ან ღირსების შემლახველი ინფორმაციის, ან კომენტარის განთავსება;
    • ინფორმაცია ან კომენტარი შეიცავდეს, ან აქეზებდეს მუქარას, შეურაცხყოფას, დისკრიმინაციას, ჩაგვრას, ტერორიზმს, ან ექსტრემიზმს;
    • ინფორმაცია შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს;
    • ინფორმაცია შეიცავდეს სხვა წყაროდან მიღებულ კოდს, რომელიც შეიძლება ზიანს აყენებდეს მომხმარებელს, ან განკუთვნილი იყოს ფინანსების გენერირებისთვის;

მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

  1. მომხმარებელს აქვს უფლება დარჩეს ანონიმური; სხვა მომხმარებელს ან მესამე პირს, არ აქვს უფლება მოითხოვოს საიტის ადმინისტრაციისგან, რომელიმე მომხმარებლის მონაცემების გამჟღავნება;
  2. მომხმარებელს აქვს უფლება წარადგინოს საკუთარი პრეტენზიები პორტალის ადმინისტრატორებთან;
  3. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები – მოქმედი ელ. ფოსტა და პაროლი;
  4. მომხმარებელს არ აქვს სხვისი მონაცემებით დარეგისტრირების უფლება;
  5. მომხმარებელს არ აქვს მომხმარებლის სარეგისტრაციო მონაცემებში რაიმე შეურაცხმყოფელი, უხამსი შინაარსის მითითების უფლება;
  6. თუ მომხმარებელი რეგისტრირდება, როგორც ორგანიზაცია, მას უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციისგან მინიჭებული შესაბამისი უფლებები, რომ მისი სახელით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, ან ისარგებლოს პორტალის სხვა ფუნქციებით;
  7. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საიტზე არსებული წესები და საქართველოს კანონმდებლობა;
  8. მომხმარებელი ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობით ამ პორტალზე, არ მიაყენოს რაიმე ზიანი პორტალის რომელიმე მომხმარებელს, ან ნებისმიერ სხვა პიროვნებას;
  9. მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს წაშალოს მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია;
  10. მომხმარებელს არ აქვს სხვა მომხმარებლის სურვილის გარეშე მოიპოვოს სარეგისტრაციო/ავტორიზების მონაცემები.

 

Ganatldi.ge  ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები

  1. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ შინაარსზე;
  2. მოხმარებლის მიერ ინფორმაციის წესების დარღვევით განთავსების შემთხვევაში, ადმინისტრაციას აქვს უფლება მოხმარებლისგან მოითხოვოს:
    • ინფორმაციის რედაქტირება;
    • ინფორმაციის წაშლა;
    • ინფორმაციის შესაბამის კატეგორიაში გადატანა.
  3. ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერი ინფორმაცია წაშალოს;
  4. ადმინისტრაცია ვერ იძლევა გარანტიას, რომ განთავსებული ინფორმაცია მუდმივად, შეუფერხებლად იქნება განთავსებული/ხელმისაწვდომი;
  5. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს დაკარგულ ინფორმაციაზე;
  6. ადმინისტრაციას აქვს უფლება დაბლოკოს მომხმარებელი, ან უარი უთხრას მას რეგისტრაციაზე, ნებისმიერი ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, თუ ის არღვევს საიტის წესებს;
  7. ადმინისტრაციას არ აქვს უფლება მესამე პირს გადასცეს მომხმარებლის სარეგისტრაციო, ან სხვა მონაცემები, რომლებიც საჯარო არ არის;
  8. ადმინისტრაციას აქვს უფლება შეინახოს განუსაზღვრელი ვადით საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია;
  9. ადმინისტრაციას აქვს უფლება შეცვალოს პორტალის წესები, სპეციალური შეტყობინების გარეშე.